რუსეთ-საქართველო

პაპაშვილი უვიზოზე: ძალიან გამიხარდა, ნიშნებია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება

ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.

ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან?

ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ბიზნესფორმულასთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. 

კომენტარები