საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე: არ შეიძლება, საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს

საქართველოს მიმართ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცრუ ნარატივი და დიდი თავხედობა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი აწმყო, წარსული და მომავალი. სააკაშვილი არის საქართველოს ბნელი წარსული. ამ ადამიანს შეუძლია, უბრალოდ მეტი ჭამოს და მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამასა და კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია. მაგრამ, საქართველოს მომავალი აქვს. საქართველოს ვერც სანქციას დაუწესებს ვერავინ იმიტომ, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება, ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის იყოს, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება, საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 14 მარტს ევროპარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი თემაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყო.

კომენტარები