თურქეთი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაიღუპა 1 და დაშავდა ათეულობით ადამიანი

Selami Küçükoğlu/Anadolu Agency

აღმოსავლეთ თურქეთში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით დაშავდა. ბიძგებმა რამდენიმე შენობის ნგრევაც გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 41 000 ადამიანს მიაღწია. არცერთ ქვეყნას არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუ რამდენი ადამიანი ითვლება კვლავ დაკარგულად.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600-მდე პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

კომენტარები