პარიზში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის ამსახველი კადრები მაკრონმა Twitter-ზე ატვირთა.
"ჯილდო უკრაინასა და მის ხალხს. ჯილდო თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისათვის". - წერს მაკრონი Twitter-ზე.
ღირსების ორდენი საფრანგეთში უმაღლესი ჯილდოა სამოქალაქო დამსახურებისთვის.
"ეს გადაჭარბებულია. ამიტომაც მას ჩვენს ხალხს მივუძღვნი, უკრაინელებს, ჩვენს საზოგადოებას". - ამბობს ზელენსკი ვიდეოში ჯილდოს მიღების შემდეგ.
8 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდეტნს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.