რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანდგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს

ემანუელ მაკრონი ფრანგულ ავიაგამანადგურებელ Dassault Rafale-ში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს.

"პრინციპში, არაფერია გამორიცხული" – თქვა მაკრონმა უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემასთან დაკავშირებით. თუმცა, მან აღნიშნა, რომ უკრაინამ მსგავსი დანადგარები უნდა მოითხოვოს პირობით, რომ შეიარაღება "არ იქნება ესკალაციის გამომწვევი" და "არ გამოიყენებენ რუსეთის მიწაზე იერიშის მისატანად, არამედ პირწმინდად წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის".

ამას გარდა, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემამ არ უნდა დაასუსტოს საფრანგეთის თავდაცვის შესაძლებლობები. 

მსგავსი სიტყვები მაკრონმა გასულ კვირაში უკრაინისთვის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებითაც თქვა.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკების გადაცემის შეთანხმების შემდეგ, კიევმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა.

უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების გადაცემას აშშ ამ ეტაპზე არ გეგმავს, როგორც ეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა.

უკრაინისთვის ავიაგამანდგურებლების გადაცემის შესაძლებლობა არ გამორიცხა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ, რომლის თქმითაც, ვარშავის მსგავსი გადაწყვეტილება NATO-ს პარტნიორებთან იქნება კოორდინირებული, თუ ალიანსში ამისი ინიციატივა იარსებებს.

კომენტარები