რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბელარუსის მხრიდან თავდასხმაზე გამწვავებული საუბარი რუსეთის საინფორმაციო კამპანიაა

რუსი სამხედრო უკრაინაში

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო მიიჩნევს, რომ უკრაინაზე ბელარუსის თავდასხმის საფრთხის გაძლიერების უკან რუსული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური კამპანია დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი ვიცით დიქტატორ ლუკაშენკოს და ბელარუსის რეჟიმის შესახებ. მაგრამ არსებობს ობიექტური ფაქტორები: თავდამსხმელი ჯგუფების რაოდენობა, ძალებისა და რესურსების მზადყოფნა და სხვა რამ, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ბელარუსის მხრიდან ამჟამად რუსეთის მხარეს სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში ჩართვის საფრთხე არ არსებობს". – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად კონტრშეტევითი ოპერაცია უკრაინისთვის "ნამდვილად რთულია", მაგრამ უკრაინას შეუძლია თავისი მიწების გათავისუფლება.

კომენტარები