"ეს არ იყო პროტესტი, ეს იყო საბოტაჟი" – პერუს პრემიერმინისტრი ლიმაში დემონსტრაციაზე

Sebastian Castaneda

პროტესტის ნიშნად პერუს დედაქალაქ ლიმაში დემონსტრანტების ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა. ლიმას პოლიციის ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობამ 3500-ს მიაღწია, თუმცა ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ირწმუნება, რომ ქუჩაში ორჯერ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები პროტესტის დაწყებიდან დღემდე დაღუპული დემონსტრანტების სიკვდილს აპროტესტებდნენ. 

19 იანვარს დემონსტრანტები ლიმას ქუჩებში პოლიციელებს ქვების სროლით დაუპირისპირდნენ. არეულობის დროს უცნობი მიზეზით ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის თქმით, შემთხვევისას შენობა ცარიელი იყო. 

"ეს არ იყო პროტესტის ფორმა. ეს იყო კანონის უზენაესობის წინააღმდეგ საბოტაჟი". - თქვა პერუს პრემიერმინისტრმა დემონსტრაციასთან დაკავშირებით. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პერუში დემონსტრაციები ძალადობის მძიმე ფორმებში გადაიზარდა, რასაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.


ყველაფერი დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა და ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა. ამის საპასუხოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა და კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს. 

პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ პერუს ახალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა, რასაც არჩევნების მოთხოვნით, ათასობით დემონსტრანტის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. მათ ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას და დააზიანეს აეროპორტი, რომელსაც შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. 

საპროტესტო აქციები, ძირითადად, ქვეყნის მიტოვებულ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ კასტილიოს ერთგულია. ისინი ვადამდელ არჩევნებს, ბოლუარტეს გადადგომას, კასტილოს გათავისუფლებასა და პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული მომიტინგეებისთვის აღდგენილ სამართალს მოითხოვენ. 

კომენტარები