ჩინეთი-რუსეთი

პუტინი სი ძინფინგს: დიდი პატივი იქნება, განვავითაროთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეობა

სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი
News Front

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სი ძინფინგს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნის პოზიციაზე მე-3 ვადით არჩევა მიულოცა. განცხადება გავრცელდა კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

პუტინი ულოცავს სი ძინფინგს ძალაუფლების გამყარებას და იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის "სტრატეგიული მოკავშირეობა" კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობამ სრულად დაადასტურა თქვენი მაღალი პოლიტიკური ძალაუფლება და იმ პარტიის ერთიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობთ. დარწმუნებული ვარ, ყრილობის რეზოლუციები ხელს შეუწყობს ჩინეთში არსებულ მსხვილ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევებთან წარმატებით გამკლავებას და დაეხმარება ქვეყნის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო არენაზე. დიდი პატივი იქნება ჩემთვის, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგისა და ახლო ერთობლივი საქმე, რათა განვავითაროთ ყოვლისმომცველი პარტნიორობის ურთიერთობა და ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული მოკავშირეობა". – წერია განცხადებაში.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა საკუთარი დომინირება მას შემდეგ გაზარდა, რაც მმართველი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს. პარალელურად კი ხელი შეუწყო პარტიაში მოკავშირეების გავლენების ზრდას. ამასთანავე, გაამკაცრა კონტროლი ეკონომიკაზე. 

კომენტარები