ლარის კურსი

ოფიციალური კურსით დოლარი ევროზე 12.5 თეთრით ძვირი ღირს

CBW.ge

ლარი დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.63 თეთრით. 28 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8336 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7086 ლარი. დოლარი ევროზე 12.5 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.81 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები