საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: არ შეიძლება სტატუსს ვითხოვდეთ და თან პარტნიორებს ომში ჩათრევას ვაბრალებდეთ

პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ სამეულებს, ოთხეულებს და ვიღაცეებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპულ კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომც იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ. არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც, მე მგონი საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება და ვინმე თუ თვლის, რომ ამით საზოგადოებას რამენაირად აზრს შეუცვლის. აქ არის საჭირო, რომ ყველა ეჭვები, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ,  ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს. ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაზე და რეპუტაციაზე და ჩვენს მიმართ ნდომაზე უარყოფითად ავლენს გავლენას. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

კომენტარები