ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა, დოლარის ოფიციალური კურსი 2.8-იან ნიშნულს ჩამოცდა

ლარი დოლართან 0.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.11 თეთრით. 22 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7986 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8456 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ერთი ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.81 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები