ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 15 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.45 თეთრით გაუფასურდა. 15 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8504 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8658 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ერთი ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.86 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ.

კომენტარები