ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა, ჯიხურებში ორივე ვალუტის ყიდვა 2.87 ლარად შეგიძლიათ

CBW.ge

ლარი დოლართან 0.84 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.02 თეთრით. 14 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8559 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8613 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.90 ლარია, ერთი ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, ევროს და დოლარის შეძენა 2.87 ლარად შეგიძლიათ.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ.

კომენტარები