საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა და შესაბამისად განცხადებების კეთება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მეგობრობად. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გალაშქრება იქნება თუ მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს და ქართველი ხალხის არჩევანს - ხაზგასმით ვამბობ, რომ ნამდვილად ვერ იქნება შეფასებული და აღქმული დადებითად.
საქართველო-ევროკავშირი
წილოსანი: საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა ვერ იქნება აღქმული მეგობრობად
tbl.ge/62q9
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას ხაზგასმით ითქვა, რომ "დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




