კრიმინალი

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც მძინარე ცოლი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა

შსს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც 8 ივლისს თბილისში მძინარე ცოლი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის "ე", "თ" და "კ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები