საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა – ეს ქვეყანამ ჩვენი მმართველობის ქვეშ შეძლო

მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვსაუბრობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით და მიღებით, მოპოვებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე შეგახსენებთ, ევროპულ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას მიენიჭა. მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ შეძლო ჩვენი მმართველობის ქვეშ.

კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრება. ეს განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია არის სწორედ ევროატლანტიკური. ეს, რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენი  გუნდის დამსახურებაა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები