საქართველო-ევროკავშირი

კალაძე სტატუსზე: საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა, გულდასაწყვეტია ქვეყნის დასჯა

ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. არავის ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ მიეცემა. 

მე როდესაც ვსაუბრობ ევროპულ განვითარებაზე და როდესაც ვამბობ, გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ახსნა. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით, თუნდაც, რა ვიცი, არაფერზე უკან არ დაგვიხევია. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა - არაფერზე საქართველოს უკან არ დაუხევია არასდროს. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტი თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ფეხდაკარგული, ხელდაკარგული ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ძაან ბევრ რამეს ნიშნავს, თითოეული ქართველისთვის ძაან ბევრ რამეს ნიშნავს. თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრიოსთვის. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და, პირდაპირ შეიძლება თქმა, ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუსი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ სტატუსის მოპოვებას. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები