ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანფორმაცია, ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი არ უნდა დავუშვათ. არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს. მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო პროფესიას. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ღარიბაშვილი: ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია, ქართული პოლიცია პოლიტიზებული აღარაა
tbl.ge/60vt
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ქრთამის აღების ბრალდებით შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
- გომელაური უწყებიდან პოლიციელების წასვლაზე: ხალხი მიდის, მოდის
- ზურაბიშვილი: სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა
- გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა