რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეტაკებისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში შეტაკებისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი, ლადო გამსახურდია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

მისივე ცნობით, 9-ვე დაჭრილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"მოკლედ რახან ჭორის დონეზე გავარდა ხმა გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგევართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია" როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ". – წერს ქართველი მებრძოლი.

კომენტარები