ჩინეთი

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

REUTERS

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქეს, შადიდ აბდულმატინს 21 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის ივნისში აშშ-ს მოქალაქემ, ინგლისურის მასწავლებელმა ჩინელი შეყვარებული დაშორებაზე უარის თქმის გამო შესახვედრად ავტობუსის გაჩერებასთან დაიბარა და ცივი იარაღით ყელისა და სახის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უწყება აკვირდება საქმის მიმდინარეობას, მაგრამ, მისი განმარტებით, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ჩინეთი ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე მეტ პატიმარს სჯის სიკვდილით. თუმცა იშვიათია აშშ-სა და ევროპის მოქალაქეთა სიკვდილით დასჯა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩინეთში დასავლური პასპორტის მფლობელი ბოლოს 2009 წელს დასაჯეს. 

კომენტარები