მიხეილ სააკაშვილი

ალასანია: სააკაშვილის გადაცემაზე ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა

მე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ჩასული ვიყავი პოლონეთში, ასევე მივმართე უკრაინას. უკრაინამ ოფიციალური თხოვნა გამოაგზავნა, რომ დაუბრუნდეთ მათი მოქალაქე. მოგეხსენებათ, ჩემი შვილი განდევნეს აქედან, მოქალაქეობა ჩამოართვეს და იძულებული გახდა, უკრაინის მოქალაქე გამხდარიყო. სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე უკრაინის მხრიდან არაოფიციალური მიმართვაც არაერთხელ იყო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ თემაზე ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადადაც მიმართა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. ამასობაში კი სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ექიმის დახმარება დასჭირდა.

კომენტარები