2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

პრემიერი: ომის შემდეგ, ენმ-მ რუსებს გადასცა სტრატეგიული ობიექტები და მოუხსნა სავიზო რეჟიმი

სამწუხაროდ, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა რუსეთს სანქციები და მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები. ასევე, რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი და რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერთან, მატეუშ მორავეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები