პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

მდინარაძე ზურაბიშვილზე: არ არის აუცილებელი, ბალანსისთვის მტყუან-მართალი, ყველა გააკრიტიკო

არ არის აუცილებელი, რომ ბალანსისთვის მტყუან-მართალი, ყველა გააკრიტიკო. ბალანსისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, სახელი დაარქვა ყველაფერს. პრინციპში, მან სახელებიც დაარქვა ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად ის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის რიგი წარმომადგენლები ჩადიან და ძირს უთხრიან ჩვენივე ქვეყანას, ამას რომ ჩვენ არ ვაკეთებთ, ყველამ კარგად იცის. მაგრამ, მეორე მხრივ, ამის შეფასება ჩვენ დაგვიწუნა. თქვა, რომ გამბედაობა, სიფრთხილე და ა.შ. მაგრამ, მეტი კონკრეტიკა ჩვენ სიღრმეებში ვეღარ ვნახეთ. აგრეთვე, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ მიმდინარე, ეროვნულ გამოწვევებზე საუბარი. იყო ლაპარაკი მათ შორის შიდა დაპირისპირებაზე, ჩვენი ოპონენტების გარე მავნებლობაზე, ჩვენ მიმართაც კრიტიკული იყო. შეეცადა, რომ ის ეთქვა, რისი მოსმენაც ხალხს სურს.

ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს.

კომენტარები