საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი 2008 წლის ანალიზს "დიდად არ ცვლის"

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili / Facebook

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ანალიზს "დიდად არ ცვლის". ზურაბიშვილმა 28 თებერვალს ფრანგულ რადიო RFI-სთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯების შესახებ მისი ანდრინდელ პოზიციაზე კითხვას უპასუხა.

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჰქონდა ადეკვატური საქციელი, ის წამოეგო პროვოკაციას, არ მოისმინა ამერიკელების და ევროპელების გაფრთხილებები. 2022 წელს, ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და საბოლოოდ მაინც მოხდა აგრესია, აქედან გამომდინარე, ცვლის თუ არა თქვენ 2008 წლის ანალიზს?

ზურაბიშვილი: დიახ და არა, მაგრამ რეალურად დიდად არა, რამდენადაც ჩვენ არასდროს ვიცით რით შეგვიძლია აგრესიის თავიდან აცილება. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ აგრესია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში, როგორიც უკრაინის შემთხვევაა, რათა მოიგოს დრო.

ეს გააკეთა ზელენსკიმ და შესაძლოა ზელენსკიმაც ისწავლა გაკვეთილები  საქართველოს ომიდან. ყოველ შემთხვევაში, ზელენსკიმ იდეალურად გაძლო რამდენადაც შესაძლებელი იყო, არ შევიდა [...] რუსეთს არ აქვს არგუმენტი ზელენსკის შემთხვევაში, მან მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზება და ევროპის ერთობა, რომელიც დღეს შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, მისი დამსახურებაცაა – იმის რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის  თვალსაზრისით რუსული აგრესიის წინაშე.

კომენტარები