მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მანამდე, მიუნხენის კონფერენციამდე
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
პრემიერი: ზელენსკისთვის გაზიარებული მაქვს წინა ხელისუფლების შეცდომები ომის დროს, ომამდე
tbl.ge/5vew
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორის ეთერში.
რუსული ოკუპაციარუსეთ-უკრაინის ურთიერთობაირაკლი ღარიბაშვილივოლოდიმირ ზელენსკიდაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
ამავე თემაზე
- სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
- ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
- ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
- მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა