დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: აშშ ბალტიისპირელი მეგობრების გასაძლიერებლად დამატებით სამხედრო ძალებს გაგზავნის

დღეს, რუსეთის მიერ ბელარუსში სამხედრო ძალების დატოვების პასუხად, ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის გასაძლიერებლად ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ ბრძანება გავეცი. მსურს ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს არის თავდაცვითი ნაბიჯი. ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ომი, მაგრამ გვინდა ძალიან ღიად ვთქვათ, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად დაიცავს NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს

თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები