ჩვილის ცხედარი

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. 

ჩვილის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილობრივები მის გაწმენდას ცდილობდნენ. 

IPN-ის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით, ახალშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. მედიის ცნობით, ქალი უკვე იდენტიფიცირებულია და შსს-მ ის დააკავა. 

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას. 

კომენტარები