სამთავრობო ცვლილებები

თურნავა: მინდა გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები

ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული. მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობ საზოგადოებას. დიდი მადლობა მედიას იმისთვის, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით.

თქვა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ანაცვლებს.

კომენტარები