კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: განიხილება აცრაზე ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია – როგორც არჩევნებზე არის ხოლმე

დღეს საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ. წარდგენილი იქნა და განხილული იქნება ძალიან ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია, აგრესიული საკომუნიკაცია კამპანია, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე საკომუნიკაციო კამპანია. 

მეორე, იქნება წახალისება აცრილებისთვის, განსაკუთრებით, 60 წელს ზემოთ ასაკში და სასოფლო დასახლებაში მყოფი ადამიანების, ასევე, ქალაქებში მყოფ აცრილებთან მიმართებაში. ამავე დროს, განხილული იქნა მწვანე პასპორტის კონცეფცია დეტალებით, რომელაც სტიმული უნდა გაუკეთოს აცრებს, რათა ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ სხვადასხვა დაწესებულებაში სტუმრობებთან დაკავშირებით. დღეს იყო ძალიან აქტიური განხილვა და ვფიქრობთ, რომ ხვალ ან ზეგ გადაწყვეტილებები უნდა იყსო მიღებული.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვაქცინაციაზე საუბრისას.

კომენტარები