გრიპის აცრა

"გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაგვიკეთეს" – მოქალაქეები

მოქალაქეები ამბობენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. 

ერთ-ერთი მოქალაქე, თათა დვალიშვილი წერს, რომ მას საბუთი და ყუთი არ ანახეს, ხოლო შემდეგ აღიარეს, რომ ფულის გაკეთების მიზნით C ვიტამინით აცრეს. მისივე თქმით, ვაქცინა 75 ლარი ღირდა. 

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მოქალაქეებს ესაუბრებიან.

"მეგობრებო, ამ კლინიკაში [გოგელიას კლინიკაში] არც გაბედოთ მისვლა ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა, დიდი ისტორიაა როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს C ვიტამინი. 

ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და, როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი, ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით, ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს. ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ, პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან, ხალხი აცრა ც ვიტამინით". - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

კომენტარები