საფრანგეთი

საფრანგეთში რუსულ მაფიასთან დაკავშირებული ქართველების და სომხების ჯგუფი დააკავეს

საფრანგეთში სიგარეტითა და მანქანებით უკანონო ვაჭრობაში ჩართული, რუსულ მაფიასთან დაკავშირებული ქართველების და სომხების ჯგუფი დააკავეს. ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

"აღვკვეთეთ ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურის მოქმედება, მოპარული სიგარეტითა და მანქანებით უკანონოდ ვაჭრობაში ჩართული იყო ქართველების და სომხების ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს რუსულ მაფიასთან." – ნათქვამია საფრანგეთის ჟანდარმერიის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია 57 ადამიანი და ჩატარდა 61 სამძებრო ოპერაცია.

კომენტარები