საქართველო-NATO

ბათუმის პორტში NATO-ს გემები შემოვიდნენ

ბათუმის პორტისკენ მომავალი NATO-ს გემი
შსს

ბათუმის პორტში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს", – წერია შსს-ს განცხადებაში. 

ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წვრთნებს ჩაატარებენ.

"ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება".

NATO-ს ხომალდები 2021 წელში საქართველოს მეორედ სტუმრობენ.

 

კომენტარები