გარული მოსმენა

"არ მქონია" – გახარია კითხვაზე, ფლობდა თუ არა მაღალჩინოსნობისას ცნობას ფარულ მოსმენებზე

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი მაღალჩინოსნობისას, კერძოდ, შს მინისტრობის და პრემიერობის დროს, მას არ ჰქონია ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამასხურის მხრიდან მასშტაბური მოსმენები მიმდინარეობდა. ამის შესახებ გახარიამ ფორმულას ეთერში გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, მას, როგორც შემდგომში პრემიერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აწვდიდა თუ არა ინფორმაციას, თუნდაც მიახლოებულს, თუ რა მასშტაბის მიყურადება მიმდინარეობდა უწყებიდან, გახარია კვლავ ამბობს რომ ის არ ფლობდა მსგავს ინფორმაციას. თუმცა, აღნიშნავს, რომ მას, როგორც პრემიერმინისტრს სუს-დან მისდიოდა "გარკვეული ბრიფები" ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გიორგი თარგამაძის მომდევნო კითხვას, თუ დაქვემდებარებული უწყებებიდან ასეთ ინფორმაციებს არ ფლობდა, "ვისი ან რისი პრემიერმინისტრი იყო", გახარია პასუხობს, რომ როდესაც მან დაინახა ის რეალობა, რომ ქართული ოცნება პირდაპირ იჭრებოდა მთავრობის უფლებამოსილებაში, ის გადადგა.

საუბარია 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტებზე, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები