ვაქცინაცია

საქსტატი: COVID-19-ზე აცრის წინააღმდეგთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს

iStock

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა (მონაცემები 2021 წლის თებერვალი- მარტის პერიოდში შეგროვდა)

მოწინააღმდეგებიდან 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტები ვაქცინის გვერდით მოვლენებს, სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხეს ასახელებენ. იხილეთ სრული მაჩვენებელი:

ამასთან ერთად, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. ეს მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვითაც განსხვავდება: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი- მარტის პერიოდში.

კომენტარები