ვაქცინაცია

ზურაბიშვილი: აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულება და პატრიოტიზმია

გილოცავთ მარიამობას! როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და, მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით.

თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რის საშუალებაც გაგვაჩნია.

[...] აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება.

[...] მიმაჩნია, რომ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა, დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

კომენტარები