კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: როგორც გრიპზე ვიკეთებთ ყოველ წელს ბუსტერებს, ალბათ, COVID-19-ზეც დაგვჭირდება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბუსტერული დოზების დამატება, სავარაუდოდ, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, რომ სექტემბრის ბოლომდე თავი შეიკავონ, რადგან მსოფლიოს დიდ ნაწილში ვაქცინები არ არის საკმარისი და არასამართლიანი განაწილებაა. ჯერ სასურველია, ორჯერ აიცრან, რომელიც სერიოზულად ყველანაირი გართულებისგან გვიცავს და მერე ვიფიქროთ ბუსტერზე. ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ, ალბათ, ბუსტერი გარკვეული თვეების შემდეგ დაშვებული იქნება და საჭირო გახდება. მე მხედველობაში მაქვს პირველი აცრიდან 6-8-10 თვის შემდეგ, ალბათ, იქნება. ვინაიდან ეს რესპირაციური ვირუსი, კორონავირუსზე, როგორც გრიპზე, ჩვენ ხომ ყოველ წელს ვიკეთებთ ბუსტერს [...] დაახლოებით შეიძლება ასეთი მიდგომა ჩამოყალიბდეს, რომ წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ, ვაქცინას გააჩნია აქაც,  შესაძლებელი გახდება ბუსტერის კეთება". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დელტა შტამის შესაჩერებლად ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მესამე დოზის ე.წ ბუსტერების შემოღება, მათ შორის ისრაელმაც. აშშ-მ დამატებით 200 მილიონ დოზაზე გააფორმა შეთანხმება ფაიზერთან როგორც ახალგაზრდების აცრისთვის, ასევე შესაძლო ბუსტერული დოზებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე, სანამ ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% მაინც არ აიცრება. 

 

კომენტარები