შარლ მიშელის შეთანხმება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს" - ინფორმაციას და ფოტოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, სად გაიმართა შეხვედრა.

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი Twitter-ზე წერს, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ შარლ მიშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. 

"საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან და აქტორებთან. პრეზიდენტი მიშელი სიტუაციის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს". – დაწერა კუჩკიევიჩმა. 

კომენტარები