ვაქცინაცია

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: ჯერჯერობით დიდი აქტივობა არაა, მაგრამ მდგომარეობა იქოქება

დღევანდელი დილის მონაცემით 3054 მედიცინის მუშაკია აცრილი. ჯერჯერობით არ არის ძალიან დიდი აქტივობა, მაგრამ საკომუნიკაციო კამპანია და ასევე სხვა მხრივ იქოქება ეს მდგომარეობა და ვფიქრობთ, რომ თანდათან გაიზრდება ვაქცინაციის პროცესი. მით უმეტეს დღეს განვიხილეთ კიდევ შემოტანის პროცესი. 22 მარტის კვირაში ჩვენ ვიცით, რომ ფაიზერის გარკვეული ლიმიტირებული დოზა - 29 000 და ასევე საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების დასრულებაზე. ვნახოთ, ჯერ არ არის დასრულებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

კომენტარები