ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%-ით განისაზღვრა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია 4-4.5%-ის ფარგლებში იქნება და მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

"თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ.

მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5%-ის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება". –წერის ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია.

თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ პირველი ნაბიჯი სებ-მა გასული წლის 29 აპრილს გადადგა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდა, თუმცა მოგვიანებით შემცირების ტენდენცია საბაზისო 8%-ზე შემცირდა.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბაზისო განაკვეთის შემცირება პოპულარული ნაბიჯია, რადგან ბიზნესისა და საცალო სექტორის შედარებით იაფ და უწყვეტ დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სხვა ასპექტებიც გააჩნია, კერძოდ კი ინფლაცია. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

კომენტარები