ვაქცინაცია

გამყრელიძე: მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა გვექნება

მომავალ 15 დღეში გვჭირდება დღეში 3000 აცრა მაინც, რომ ამ 43 000 დოზის ათვისება მოხდეს.

ეს ადამიანები მეორედ უნდა აიცრან 8-12 კვირის მანძილზე, შესაბამისად, 80 000 დოზა შემოდის აპრილის ოციდან და ამათთვისაც და კიდევ სხვა ჯგუფებისთვისაც საკმარისი დოზები იქნება.

ისევე როგორც, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინებისა დამატებით, პირდაპირი მოლაპარაკებებით იქნება და ეს არეალი ჯგუფებისა, რომლებიც  ვაქცინაციას ექვემდებარებიან, თანდათანობით უფრო გაფართოვდება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები