ვაქცინაცია

გამყრელიძე: წყალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, ვაქცინის სარგებელი არის ათასჯერ მეტი

ხშირად არის საუბარი გვერდით მოქმედებებზე, გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას. წყალიც კი, გარკვეული დოზით მიღებული, შეიძლება, მანაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი,

ვაქცინასაც აქვს, რა თქმა უნდა, გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ არის ასჯერ, ათასჯერ, მეტჯერ მეტი, ვიდრე  მისი გვერდითი მოქმედება.

მთელ მსოფლიოში აცრილია დაახლოებით 359 მლნ ადამიანი, აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ არის. მაშინ როდესაც 120  მლნ ადამიანი დაავადდა კოვიდ ინფექციით და სამწუხაროდ, 2.6 მლნ ადამიანი, 2.2% ყველა ინფიცირებულისა, დაიღუპა.

ახლა აწონეთ და ავწონოთ სარგებელი და რისკი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები