ვაქცინაცია

გამყრელიძე: ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას – კოვიდპანდემიას

კოვაქსის საშუალებით პირველი პარტია - 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრება ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე.

მოვუწოდებ, ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები