ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება, გაცხადდება რიგების მართვის მოდული

ვაქცინაცია დაიწყება მალევე, როგორც კი ვაქცინას მივიღებთ, 15 მარტის კვირაში.

ვაქცინა განაწილდება დიდ ქალაქებში და დიდ რაიონულ ცენტრებში. სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული, იმ რაიონულ ცენტრებში მოხდება დანაწილება პირველ ეტაპზე. ეს მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი, როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

ასევე დაიწყება და გაცხადდება რეგისტრაცია და რიგების მართვის მოდული, რაზეც დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ მედიასაშუალებებით, როგორც კი ვაქცინა დაეშვება აეროპორტში და დოზები გვექნება.

ყველა სამედიცინი პერსონალი იქნება ინფორმირებული, თუ როდის უნდა მივიდეს, რა ადგილზე, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. მოხდება მეორე ვიზიტის დაგეგმვაც. ჩვენ მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, საკმარისია, რომ სრულად აიცრას სამედიცინო პერსონალი, 57 ათასი ადამიანი არის სამედიცინო პერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია. ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში 13 მარტიდან შემოვა.

კომენტარები