მოლაპარაკებები მთავრობასა და ოპოზიციას შორის

ხოშტარია: ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე არ დავსხდებით? რამე სასიყვარულო სცენაა?

ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე არ დავსხდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? მათი წასვლის შესახებ ლაპარაკზეა, რიგგარეშეზე, თან წერია უკვე ქაღალდზე, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა, ის დაჯდეს. ოღონდ ღარიბაშვილი, რა, მართლა პრემიერია? თუ ერთადერთი დამნაშავეა? თუ თავია ამ ყველაფრის? მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი!

წერს facebook-ზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, მას მერე, რაც ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების ნაწილმა ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არ დასხდებიან

კომენტარები