ნიკა მელიას დაკავება

მეუფე იაკობი: ნიკა მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი

ჩემი აზრით, ნიკა მელიას დაჭერა თუ უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ. ძალიან დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერე, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც. პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა ექნათ, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ყველას ხმა. სინოდშია ხოლმე განსხვავებული აზრი და მარტო პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს. მერე უკვე სასამართლო იყო. ეს ახლა გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. 

მოხდა ისე, ვერ დამიჭერთო და არ გაგატანთ, მოდითო.. ვნახეთ, მივიდნენ და ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა და შეატოვეს მელია. მერე გირაოს თუ გადაიხდის, გავუშვებთო. თუ არ გადაიხდის მელია, აღარ იქნება ის გონიერი პოლიტიკოსი უცხოელებისთვის... ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და მითუმეტეს, ვერც სერვანტესი. 

მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი...

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. 

კომენტარები