ხანძარი ფოთში

​ფოთში ხანძარს კაცი და მისი მომვლელი ემსხვერპლნენ

შსს

გამთენიისას ფოთში ხანძარს კაცი და მისი მომვლელი ემსხვერპლნენ. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი სახლში დაახლოებით 5 კვადრატულ მეტრზე იყო გაჩენილი, თუმცა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები