ეკონომიკა

10 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინა თვესთან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა დეკემბერში 29.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი - $40.7 მილიონი, კლება - 7.1%;
  • იტალია - $31.8 მილიონი, ზრდა - 33.4%;
  • საბერძნეთი - $22.4 მილიონი, ზრდა - 14.4%;
  • აშშ - $22.3 მილიონი, ზრდა - 35.1%.
  • ისრაელი - $15.5 მილიონი, ზრდა - 6.7%;
  • თურქეთი - $9.9 მილიონი, ზრდა - 19.1%;
  • უკრაინა - $9.5 მილიონი, ზრდა - 95.3%;
  • გერმანია - $8.3 მილიონი, ზრდა - 60.9%;
  • აზერბაიჯანი - $5.8 მილიონი, ზრდა - 160.1%;
  • ესპანეთი - $4.8 მილიონი, ზრდა 7.8%.

პირდაპირი ფულადი გზავნილები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, გასულ წელს ამ გზით ქვეყანამ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. წელს, იანვარ-დეკემბრის პერიოდში იმავე მაჩვენებელმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები