ფილმ Trainspotting-ის რეჟისორი, დენი ბოილი, ლეგენდარული პანკ ჯგუფის Sex Pistols-ის შესახებ ექვს ნაწილიან სერიალს გადაიღებს.
სერიალში მოქმედება ჯგუფის გიტარისტის, სტივ ჯონსის მემუარების მიხედვით განვითარდება. ჯგუფის მთავარი წევრების - ჯონ ლიდონის როლს ანსონ ბუნი, ხოლო სიდ ვიშესის როლს ლუი პარტრიჯი შეასრულებს.
მსახიობებს შორის არის Game of Thrones-ში არია სტარკის როლის შემსრულებელი, მეისი უილიამსიც.
სერიალის გადაღებები სავარაუდოდ 2021 წლის მარტში დაიწყება. მას ამერიკული სატელევიზიო არხი FX გადაიღებს.
ჯგუფი Sex Pistols 1972 წელს ჩამოყალიბდა და მხოლოდ ერთი ალბომი - Never Mind The Bollocks, Here the Sex Pistols აქვს გამოშვებული.