რუსული ოკუპაცია

სუს: წალენჯიხაში, სოფელ ფახულანთან რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსმა ოკუპანტებმა უკვე არსებული მავთულხლართების უკან ახალი მავთულხლართები გაავლეს და ახალი კონსტრუქციები დაამონტაჟეს. 

"საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს". – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.

კომენტარები