კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს 10 დღე და მეტი

კარგია, ახალი წელი მოდის და ახალი იმედებია, მაგრამ ძალიან მძიმე წელს ვტოვებთ 2020 წლის სახით, რომელშიც ამ დაავადებამ თითქმის 2 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ქვეყნაში და ეპიდემია უკან არ იხევს. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მესმის, ბიზნესი, შემოსავალი, ყველაზე მაღლა კი მაინც ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე და მეტი. ყველას მოვუწოდებ, რომ ვიყოთ ფრთხილად... 

ახალი წელი მოდის, გასაგებია, რომ მობილობა და სიარული მეტი იქნება. თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მთავრობა მსჯელობს, თუ რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან.

კომენტარები